წინასწარი მონაცემებით ნაბეღლავის თემის დეპუტატი “ქართული ოცნების” კანდიდატი ალექსანდრე შარაშიძე გახდა.
თემში, რომელშიც სამი საარჩევნო უბანი შედის გადამწყვეტი ნაბეღლავის საარჩევნო უბნის ხმები აღმოჩნდა _ სწორედ აქ დააგროვა გამარჯვებისთვის საჭირო ხმები შარაშიძემ.
აღსანიშნავია რომ ამ თემში შემავალ ერთ უბანზე (ქვაბღა) “ევროპული საქართველოს” კანდიდატმა მოიგო, ხოლო მეორე უბანი (ჩხაკაურა) “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა.
თუმცა, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, საერთო მონაცემებით თემში “ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა.