სულ ცოტახანში დაიწყება ბასილაშვილის ნახევარფინალური შეხვედრა დოჰას, 250 ქულიან ATP ტურნირზე.
მისი მეტოქე ამერიკელი, ტაილორ ფრიცი იქნება. რომელსაც ნიკა ერთხელ შეხვედრია, 2017 წლის სექტემბერში. ჩინურ, ჩენდგუს ტურნირზე ფრიცმა 6:3, 3:6, 6:1 დაამარცხა ქართველი. მას ATP-ის რეიტინგში 33-ე ადგილი უკავია. მატჩი 20:45 არის ჩანიშნული.
მეორე ნახევარფინალში, ესპანელი ბაუტისტა-აგუტი რუს რუბლიოვს ამარცხებს 6:3, 1:2(მიმდინარე). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ანდრეი რუბლიოვი ½ ფინალში თამაშის გარეშე გავიდა. პირველ წრეში ის ისვენებდა, ხოლო შემდეგ ორ ეტაპზე მოწინააღმდეგეები არ გამოცხადდნენ.