შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ზ.ბ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 0,1921 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება – ე.წ. „ბიო“, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 68 აბი და ნატეხები ამოიღეს.
გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).