“ნარკოტიკული საშუალება ვასაძემ ჩამიდო, ყველაფერის მოტივი კი დედაჩემია, ელისო კილაძის საქმიანობა”, _ განაცხადა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ ელისო კილაძის შვილმა დავით ხარშილაძემ.
“მარტივად ადგნენ და ჩამიდეს. უდანაშაულო ვარ. ნარკოტიკი ჩამიდო ვასაძემ, რომელიც პოლიციელის შვილია. ეს შს მინისტრისთვის დასაფიქრებელია, როცა პოლიციელის შვილი ნარკოტიკს უდებს ადამიანს. ვისარგებლებ შემთხვევით და მოვიკითხავ ყველა იმ ადამიანს, რომელიც უკანონოდ, ჩადების გამო იხდის სასჯელს. ყველას ვეტყვი იმას, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”, _ განაცხადა დავით ხარშილაძემ.