ამ წუთებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარუჯას #58-ე და #მე-13 უბნებზე ხმა მისცა 246-მა ამომრჩეველმა. ორივე უბანზე სულ 1800-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.
_დილიდან მაღალი იყო აქტივობა. ახლა შენელდა. ხალხი სამუშაოდ მიეშურება, ძირითადად მანდარინის საკრეფად. დიდი ალბათობით, აქტივობა მაღალი იქნება საღამოს საათებში. რაც მთავარია, ჯერჯერობით, სრული სიმშვიდეა და ეს სასიხარულოა, _ უთხრეს „გურია ნიუსს“ # 58-ე უბანზე.