ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საარჩევნო მედიაცენტრების პროექტის ფარგლებში ფოტოგამოფენა „ნატანები ადგილობრივი არჩევნების წინ“ გაიხსნა.
შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტები, თუმცა შეხვედრას დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი კოტე შარაშენიძე ესწრებოდა მხოლოდ. შეხვედრაზე იყვნენ ასევე ნატანებში მცხოვრები მოქალაქეები და სოფლის დამოკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი ილია ნიკოლაიშვილი.
შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ნატანები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და დაბებს შორის შორის მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია და ის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მხოლოდ ერთი მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატით არის წარმოდგენილი. 2017 წლის 26 ივლისს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა სოფელ ნატანების მოსახლეობასთან სოფლის პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით. შეხვედრის შედეგად მომზადდა ფოტორეპორტაჟი, რომელიც ასახავს ნატანებში არსებული მუნიციპალური მნიშვნელობის პრობლემებს, რომელთა გადაჭრა ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებში შედის.
ფოტოგამოფენის გახსნის შემდეგ გაიმართა დისკუსია.