სალომე ზურაბიშვილის შტაბში რეჟისორი გოგა ხაინდრავა გვირილების თაიგულით მივიდა.
როგორც მან განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და რუსთავი 2-ისთვის „ვენოკი“ აქვს შეკვეთილი.
“ჩეკისტები საქართველოში ვერასოდეს ვეღარ გაიმარჯვებენ, ვერასდროს დაბრუნდება საბჭოთა კავშირი. ეს თაიგული საქართველოს პრეზიდენტისთვის მიმაქვს, „რუსთავი 2“-სა და „ნაციონალურ მოძრაობას“ გული რომ არ დაგწყდეთ, თქვენთვის „ვენოკი“ მაქვს შეკვეთილი, კურიერი ირაკლი ოქრუაშვილია და ის მოგიტანთ ადგილზე”, – განაცხადა ხაინდრავამ.