ფოთში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და “ევროპული საქართველოს“ მიერ ორგანიზებული აქცია გრძელდება. ამ წუთებში აქციის მონაწილეები ფოთის რაიონულ პროკურატურასთან არიან.
აქციის მონაწილეებმა ვერც აქ მოახერხეს ბოქლომის დაკიდება.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზააცის თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ ბოქლომი პროკურატორის ეზოში შეაგდო.
,, დღეს ვერ შევძელით ვერცერთი შენობის დაბოქლომება, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით. ეს პროცესი გაგრძელდება, აქციებს არ შევწყვეტთ და საწადელ მიზანს მივაღწევთ”- ასეთი კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან დარეჯან ცხვიტარიამ.