NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, იმ გამოკითხულთაგან, ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, 35%-მა არ იცის ვის მისცემდა ხმას, „ქართული ოცნებას“ 27% უჭერს მხარს; “ნაციონალურ მოძრაობას” _ 8%, “ევროპულ საქართველოს“ კი _ 3%.
რაც შეეხება გამოკითხულთა მთლიან რაოდენობას, მათგან 40%-მა არ იცის, ვის მისცემდა ხმას. გამოკითხულთა 22% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ _ 7%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ _ 3%.
კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი -9 ივლისის პერიოდში 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. კვლევის ცდომილება +/- 2,2 %-ია.