თბილისის საქალაქო სასამართლოში, რუსთავი2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვა, რომელიც 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამ წუთებში დასრულდა.
„კითხვები იყო ჩვენს სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც არ ეხება ჩემს კომპეტენციას და არის ღრმად ფინანსური. რაც ვიცოდი და რაც მახსოვდა, განვმარტე. შთაბეჭდილება პროკურორებისგან და მოსამართლეებისგან ნორმალურია. დამაკავებენ თუ არა, მათზე არაა დამოკიდებული. ვერ ექნებათ მტკიცებულებები, აქვთ დოკუმენტები ამოღებული ინტერმედიიდან. ჩემი ფარული საუბარი აქვთ ადვოკატთან,“ _ამბობს ნიკა გვარამია.