ამ წუთებში, რუსთავი2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესზე შესვენება გამოცხადდა.
გვარამიამ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა, მან განაცხადა რომ ყველა კითხვაზე გასცა პასუხი.
გვარამიას თქმით, დაკითხვა იყო პოლიტიზირებული. მან ასევე აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს რომ დააკავონ.
_ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ჩემს განეიტრალებას, როგორც მე ვცდილობ მის განეიტრალებას, რა თქმა უნდა პოლიტიკურად. ვნახოთ, ვინ მოიგებს. მე ვფიქრობ, მე მოვიგებ, _ განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე თქვენ მიერ ახალი ტელევიზიის დაანონსების ხომ არ შეეშინდა ბიძინა ივანიშვილ? _ გვარამიამ უპასუხა, რომ ს ხომ არ შეეშინდა, გვარამიამ უპასუხა, რომ ივანიშილს ახალი ტელევიზიის შიში აქვს.
“რუსთავი ორი” მისი მთავარი შიშია, ახლა მას ჰგონია, რომ ეს შიში მოაგვარა და უცებ ეუბნებიან რუსთავი ორზე უფრო საშიში რამეს გიმზადებენ, ამის კი მას ძალიან ეშინია”, _ განაცხადა ნიკა გვარამიამ