,,მოდი, ნუ გავამტყუნებთ, რომ მეორე 20 ივნისი მოეწყო, ფიზიკურად ბატონი გავრილოვის ქვეყანაში არ არსებობის პირობებში”, _ ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარეm, ნიკა მელიაm გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშრებით განაცხადა.
ნიკა მელიას თქმით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართოს.
“რაც შეეხება ბატონ გახარიას, ამ ადამიანს არ სურდა და ვერ გავამტყუნებთ და მოდი, ნუ გავამტყუნებთ, რომ მეორე 20 ივნისი მოეწყო, ფიზიკურად ბატონი გავრილოვის ქვეყანაში არ არსებობის პირობებში. განერიდა, არ აიღო ეს პასუხისმგებლობა და მისასალმებელია.
მთავარი ახლა არის, რომ ერთადერთ და ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით გაიმართოს შეხვედრა. ამას არ აქვს ალტერნატივა და არ ჰქონდა ალტერნატივა და ახლა კიდევ უფრო მეტად არ აქვს ალტერნატივა და მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება”, – განაცხადა ნიკა მელიამ
შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ-მნისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა.