თუ ხვალ მორიგ სიგიჟეს ჩაიდენს, ქვეყნისთვის ცუდია, მაგრამ ვერ გადარჩება ამის შედეგად და კიდევ უფრო ტრაგიკული იქნება მისი პოლიტიკური ბედი“, _ ამის შესახებ გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. ბოკერიას თქმით,
მათი მთავარი ამოცანა სიტუაციის განმუხტვაა.
„სამარცხვინო ლიდერის ივანიშვილისა და მისი გუნდის პირობებში უმადური საქმეა ასეთ საკითხებზე პროგნოზები. არაფერი არ არის გამორიცხული. „პროგნოზი“ რა მაქვს – როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ივანიშვილმა მელიასთან დაკავშირებით, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და მან მანამდე დააანონსა, რომ დიდი ხნით ჩაჯდებიან და ა.შ, მის ბედს ეს გადაწყვეტილება ვერ გადაარჩენს, უბრალოდ, იმ ბედს დაამძიმებს. რაც უფრო მეტ პოლიტიკურ ოპონენტს ჩასვამს ციხეში, მით უფრო მძიმე იქნება მისი პოლიტიკური ბედი მომავალში. ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ ივანიშვილის ბედი იყოს ტრაგიკული, ჩვენი ამოცანაა, რომ ვითარება განიმუხტოს, ოღონდ, მთელი საზოგადოება მისი პოლიტიკური სიგიჟის მძევლებად ვერ ვიქცევით. თუ ხვალ მორიგ სიგიჟეს ჩაიდენს, ქვეყნისთვის ცუდია, მაგრამ ვერ გადარჩება ამის შედეგად და კიდევ უფრო ტრაგიკული იქნება მისი პოლიტიკური ბედი“,-განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეზე ბრალდებულების, ზურაბ ადეიშვილისა და ნიკა მელიას მიმართ გადაწყვეტილებას 2 დეკემბერს გამოაცხადებს. სხდომა 09:30 საათზეა ჩანიშნული.