ნინო ლომჯარია პოლიციას მოუწოდებს ცესკოსთან აქციის მონაწილეების მიმართა არაპროპორციული ძალა არ გამოიყენონ. სახალხო დამცველის განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„უკიდურესად სამწუხარო მოვლენები განვითარდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. ძალის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ იმ ვითარებაში, როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას! პოლიციას, ასევე, არა აქვს უფლება გამოიყენოს ძალა, თუნდაც გაფრთხილების შემდგომ, როდესაც აქცია არ სცდება კანონიერ ფარგლებს. მოვუწოდებ პოლიციას, შეწყვიტოს და არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
სამართალდამცველებმა დემონსტრანტების მიმართ წყლის ჭავლი გამოიყენეს. ამას წინ უძღოდა დაპირისპირება და აგრესია პოლიციელების მიმართ.