ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ ხელისუფლებაში ცვლილებები ხორციელდება.
თეა წულუკიანი, რომელსაც იუსტიციის მინისტრის პოსტი ეკავა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზეა წარდგენილი.
ნიშნავს თუ არა თეა წულუკიანის პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარედ განწესება ჩამოქვეითებას, „ქართული ოცნების” წევრმა და მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ პარლამენტის წევრობა ზოგადად ჩამოქვეითებს არ ნიშნავს.
„პარლამენტის წევრობა ზოგადად არ არის ჩამოქვეითება და მით უმეტეს კომიტეტის თავმჯდომარეობა, მაშინ, როცა საპარლამენტო მმართველობაა ქვეყაანაში“. – განაცხადა ვოლსკიმ.
რაც შეეხება უშუალოდ წულუკიანს, თვლის თუ არა რომ ჩამოაქვეითეს, უცნობია.
ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვას არ უპასუხა.