ქუთაისში გამართულ მეექვსე საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, სადაც სამასამდე ფალავანი ასპარეობდა, კახა აფხაზავასა და კახა გოგოლიშვილის ხელმძღვანელობით, ლანჩხუთის სპორტული ცენტრის აღსაზრდელებიც მონაწილეობდნენ.
ქუთაისურ ტურნირზე წარმატებული გამოდგა ჩვენებური გიორგი სურმანიძის ასპარეზობა, რომელმაც სამივე შეხვედრა სუფთა გამარჯვებით მოიგო და ტურნირის ჩემპიონობაც გაინაღდა.
„გიორგის მართლაც კარგი პოტენციალი აქვს როგორც ფიზიკური, ისე ტექნიკური მომზადების მხრივაც. მწვრთნელებს იმედი გვაქვს, რომ იგი ახლო 2-3 წელიწადში დიდ ასპარეზზე გამოვა და არამარტო ლანჩხუთს, სრულიად ქვეყანას ასახელებს“, _ ამბობს ლანჩხუთელ ფალავანთა კახა აფხაზავა.