საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის პროცესს ეხმაურება.
მისი თქმით შედეგი უკვე განპირობებულია და „ქართული ოცნების“ შტაბის წევრებს, ადმინისტრაციული რესურსის წარმომადგენლებს მიმართავს და სთხოვს, რომ თავზე ხელი არ აიღონ და თუ რაიმე ინსტრუქციას მიიღებენ არჩევნების შედეგების გაყალბების შესახებ, არ შეასრულონ.
„ძალიან ყურადღებით ვაკვირდები ყველაფერს. მომდის მთელი ინფორმაცია. ყველაფერი მიდის ძალიან კარგად, იმაზე მაგრად, ვიდრე წარმომედგინა. ახლა მინდა ვუთხრა ადმინისტრაციული რესურსის წარმომადგენლებს, ოცნების შტაბის წევრებს და დამკვირვებ;ებს. შედეგი უკბე განპირობებულია მეგობრებო. ძალიან გთხოვთ, თუ ახლა მიიღებთ რაიმე ინსტრუქციას ჩაყრის, გაყალბების, თავზე ხელის აღების, ნუ შეასრულებთ.
მე გაძლევთ გარანტიას, რომ არავინ არ იქნება დათხოვნილი სამსახურიდან. მე გაძლევთ გარანტიას რომ არავინ არავის არ შეეხება. მე გაძლევთ გარანტიას რომ სრულიად დაცული იქნება თქვენი უფლებები და ვერავინ ვერ გაიაზრებს ვერანაირ რევანშს ან უბედურებას. ოღონდ ახლა არ აიღოთ არავინ ტავზე ხელი. ყველანი ქართველები ვართ ხალხო. ყველანი ჩვენი სამშობლოს შვილები ვართ. ჩვენი სამშობლო თავისუფლდება. დღეს არის საერთო გამარჯვების დღე თქვენი და ჩვენი. ნუ აღიქვამთ ამას მარცხად და არ შეასრულოთ იმ ერთი კაცის გიჟური ინსტრუქციები. ყველაფერი გამოვა და ჩვენ ერთად ხელჩაკიდებული განვავითარებთ ჩვენს სამშობლოს. აბა თქვენ იცით“,_ ამბობს სააკაშვილი.