მას შემდეგ, რაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა, უკვე სახელდებიან მისი შემცვლელები.
მათ შორის არიან დეპუტატი ანრი ოხანაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი და გედევან ფოფხაძე.
საბოლოო გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა მიიღოს. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა. ეკა ბესელიამ გადაწყვეტილების მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია დაასახელა, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ ეკა ბესელიას ოფიციალური განცხადება ბიუროს სხდომაზე ორშაბათს შევა.