,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კახა ოქრიაშვილი ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის არარეალურია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავება და მისი საქართველოში ექსტრადირება. როგორც ოქრიაშვილი ამბობს, თუ სააკაშვილის საქართველოში გადმოგზავნა მოხდება ქართული მართლმსაჯულება კანონის ფარგლებში იმოქმედებს.
,,ვფიქრობ, ეს არის ჭორები, რადგან არამგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი დააკავონ და საქართველოში გადმოგვცენ. იმ შემთხევაში თუ საქართველოში მოხდება ექსპრეზიდენტის ექსტრადირება , მაშინ მართლმსაჯულება იმოქმედებს ისე, როგორც კანონი განუსაზღვრავს თუ არა და სადაც არის იყოს იქ. მე ვთვლი, ეს თემა აქტუალურობას სრულებით მოკლებულია“ _ განაცხადა ოქრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კახა ოქრიაშვილი საქართველოს VI, VII, და VIII მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. ის VII და VIII მოწვევის პარლამენტში ,,ერთიანი ნაციონალურ მოძაობის“ მაჟორიტარად იყო წარმოდგენილი. IX მოწვევის პარლამენტში კი მმართველი გუნდის წარმომადგენელია.