„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვის მოლოდინი აქვთ.
როგორც „გურია ნიუსს“ ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განუცხადა, მეორე ტურში გასვლის შანსი „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და ,,ქართული ოცნების“ რჩეულ სალომე ზურაბიშვილს აქვთ.
_ როგორ შედეგს ელოდებით საპრეზიდენტო არჩევნებში? მიგაჩნიათ თუ არა, რომ არჩევნები პირველივე ტურში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებით დასრულდება?
_ რა თქმა უნდა, ვუყურებთ საზოგადოების განწყობას. ეს არჩევნები ოპოზიციისთვის წარმატებული უნდა იყოს, მაგრამ რასაც ვხედავთ, ეს არის ის, რომ მასობრივად მოჰყავს ხელისუფლებას ადამიანები, რომლებიც სიებში აღრიცხულნი ჰყავთ. ძირითადი მეთოდი არის მოსყიდვა ან დაშინება.
რეალურად, ყველა ოჯახში წერტილოვანი დოსიებია, მათ შორის, სუს–ის ზემოქმედებით, რაც არის სერიოზული ზეწოლა საარჩევნო პროცესზე.
მეორე ტურს ველოდებით, ვფიქრობთ, რომ მეორე ტურში გავა ვაშაძე და ზურაბიშვილი“, _ გვითხრა გოცირიძემ.
წელს ამომრჩეველი რიგით მეხუთე პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ, 6 წლის ვადით ირჩევს.