ამ წუთებში, ოპოზიცია ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადება. ისინი რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან, საიდანაც 19:00 საათზე მსვლელობას გამართავენ პარლამენტის მიმართულებით.
მათი განცხადებით, მთელი ღამე დარჩებიან პარლამენტის წინ, დილით კი მოახდენენ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების პიკეტირებას, რითაც უმრავლესობას არ მისცემენ ხვალ სხდომის გამართვის შესაძლებლობას, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ არ ეშინიათ ხელისუფლების მხრიდან დარბევის, ეს ის ხელისუფლებაა რომელიც ახალგაზდებს გასათბობად წამოღებულ შეშას ართმევს.