მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის უახლოეს დღეებში გაიმართება. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მოთხოვნები, რომლებსაც ისინი აყენებენ, უცვლელია. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ იმდენი შეხვედრისთვის არიან მზად, რამდენიც საჭირო გახდება.
ძალაში რჩება „ქართული ოცნების“ შეთავაზება, მათ შორის უბნების გახსნასა და საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რადგან მმართველი პარტია ამბობს, რომ ისინი არ იღებენ არანაირ ბრალდებებს არჩევნების გაყალბების თაობაზე.