საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ხვდება. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბშილი და შარლ მიშელი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
დღესვე დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან. ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მოინახულებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს, ესტუმრება ევროკავშირის პროექტს, რომელიც მხარს უჭერს სოფლის მეურნეობისა და ღვინის სექტორის განვითარებას, ასევე გახსნის თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ოფისს.
შარლ მიშელი საქართველოს ხვალ, 2 მარტს დატოვებს.