6 წლის გოჩა ნიკოლაიშვილი ოზურგეთს მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის მცხოვრებია.
_ რატომ მოხვედით აქ? _ გვკითხა თვალციმციმამ.
_შენ რატომ გამოყავი თავი ღობეში?- ხუმრობით შევუბრუნეთ კითხვა.
_მე გზას ვუყურებ, ტრაქტორი მუშაობს, დიიიდი ტრაქტორი, _ გვითხრა მან.
6 წლის გოჩა თავისი ეზოს გასწვრივ მდებარე გზაზე, ინტერესით უყურებს ადგილზე მბრუნავ ექსკავატორებს _ სოფელში წყალგაყვანილობის მასშტაბური პროექტი ხორცილედება.