ლევან ბერძენიშვილი მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
“რა უნდა ვთქვა?! ძალიან არასერიოზულია. 2020 წელს რა იქნება ვის აინტერესებს, ან ის, რაც ისედაც გვაქვს 2024 წელს, რატომ უნდა დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ?! კალხა კალაძე ეტყობა საერთოდ არ არის დარწმუნებული, რომ ქართველი ხალხი რამეში ერკვევა, ოდნავ მაინც. ასეთი დაცინვა როგორ შეიძლება? ეს არის სრულიად წარმოუდგენელი ცინიზმი და კიდევ ნიშანი იმის, რომ როგორიც თვითონაა ინტელექტუალურად, ასეთი ჰგონია მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი, უცხოეთი, მსოფლიო, თურმე კალაძის სასაცილოები ვყოფილვართ. ეგ ორი – კალაძე და ივანიშვილი ერთმანეთს დაუჯდეს და ერთმანეთს დასცინონ. ეს ორი წერა კითხვის უცოდინარი დაგვცინის ამხელა ხალხს – ცუდად დამთავრდება ეს ამბავი, ამაში დარწმუნებული ვარ,“ – განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა.