ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კონფერენციაზე საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის პროცესს გამოეხმაურა.
მდინარაძე საუბნო საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე ფაქტს, რომლის მიხედვით ,,ქართული ოცნების“ აქტივისტები ამომრჩევლებს სიებში აღრიცხავენ, კანონდარღვევას არ უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ადამიანები მათი პარტიისთვის მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ.
_ ჩვენს კოორდინატორებსა და აქტივისტებს იმის გამო აკრიტიკებენ, რომ გარკვეულ აღრიცხვას აწარმოებენ. ეს ადამიანები პარტიისთვის მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ. მათი მონაცემების და მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციის მიხედვით, შეგვიძლია წინასწარი დასკვნები გავაკეთოთ, ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი დამაჯერებლად ლიდერობს.
ვიდრე ხმები არ დაითვლება, არაფერზე კატეგორიულად საუბარი არ შეიძლება, მაგრამ წინასწარი მონაცემები ნამდვილად ასეთია. ამ დემოკრატიულ პროცესს ბოლომდე მიყვანა სჭირდება“, _ განაცხადა მდინარაძემ.
წელს ამომრჩეველი რიგით მეხუთე პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ, 6 წლის ვადით ირჩევს.