“ქართული ოცნების” გურიის მერობის კანდიდატების წარდგენის თარიღი კიდევ ერთხელ შეიცვალა.
როგორც პარტიის პრესსამსახურში გვითხრეს, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის კანდოდატების წარდგენა ისევ 10 სექტემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანდიდატების წარდგენა გადაიდო, რაც პარტიის პრესსამსახურში ოფიციალურად დაგვიდასტურეს.
თუმცა, რამდენიმე წუთის წინ, ისევ დაგვიკავშორდნენ და გვიათხრეს, რომ ძველი თარიღი ძალაშია და “ოცნების” კანდიდატებს კვირას ოზურგეთში წარადგენენ.