რამდენიმე წუთის წინ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს დაუპირისპირდნენ .
შემთხვევა ზუგდიდის ისტორიული მუზეუმის ეზოში მოხდა, სადაც ტელეკომპანია „ოდიშის“ გადაცემა „ლუსტრაციის“ ჩაწერა მიმდინარეობდა .
სანდრა რულოვსთან ერთად იმყოფებოდნენ გადაცემაში მონაწილე სხვა სტუმრებიც.
რამდენიმე ადამიანი ყვირილით და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ სანდრა რულოვსს, გადაცემის წამყვანს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს და ფიზიკურადაც შეეხნენ ყველა მათგანს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ჩხუბი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა პოლიცია ადგილზე დაგვიანებით მივიდა.