პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატები გურიაში ცნობილია.
“გურია ნიუსის” მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ოზურგეთში მერობის კანდიდატი მოქმედი მერი, ბეგლარ სიორიძე იქნება; ჩოხატაურში მმართველმა ძალამ არჩევანი მოქმედ გამგებელზე ირაკლი კუჭავაზე შეაჩერა, ხოლო ლანჩხუთში მერის სავარძლის დასაკავებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ალეკო სარიშვილი იბრძოლებს.
ამ თემაზე პარტიაში კომენტარს არ აკეთებენ და აღნიშნავენ, რომ კანდიდატები თვის ბოლოს დასახელდებიან.