“ოზურგეთში წინასაარჩევნო კამპანია, ზოგიერთი კონკურენტი კანდიდატის მხრიდან, პროვოკაციული ინციდენტებით გრძელდება. სამწუხაროა, რომ საზოგადოების დეზინფორმირება მიზანმიმართულად ხდება და მსგავსი ფაქტების ტირაჟირებისთვის გამოყენებულია მედია-საშუალებებიც” _ აღნიშნულია “ქართული ოცნების” ოზურგეთის საარჩევნო შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
‘’ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო’’ ხაზგასმით აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს კანონის სრული დაცვით, აბსოლუტურად სამართლიან გარემოში.
“ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიას წარვმართავთ ღირსეული კონკურენციის პრინციპით და ყველა პარტიასა და კანდიდატს მოვუწოდებთ, ნუ ეცდებიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ამომრჩევლისთვის დეზინფორმაციის მიწოდებას.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წინასაარჩევნო კამპანია თავისუფალ გარემოში წარიმართოს.
ყველა პროვოკაციული ინციდენტის მიუხედავად, ჩვენი მოსახლეობა 21 ოქტომბერს არჩევანს სწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მშვიდ და სამართლიან გარემოში გააკეთებს” _ აღნიშნავენ მმართველი პარტიის რაიონულ ორგანიზაციაში.