19-20 მაისს, თბილისში მიმდინარეობდა ღია ეროვნული ჩემპიონატი მძლეოსნობაში. ჩემპიონატის პირველობისთვის 30 გუნდი იბრძოდა, მათ შორის იყო ოზურგეთის მძლეოსანთა ნაკრები (მწვრთნელი მარინე კოტრიკაძე), რომელმაც პირველ ლიგაში საქართველოს მასშტაბით, გუნდურ ჩათვლებში მე-5 საპრიზო ადგილი დაიკავა. გუნდურ ჩათვლებში წარმატებით იასპარეზეს სოფო შათირიშვილმა, გოგა ჭიხვარიამ, ლაშა და დავით ტუღუშებმა და ამირან თავართქილაძემ.
პირად ჩათვლაში საქართველოს ჩემპიონი ბირთვის კვრაში სოფო შათირიშვილი (4კგ.ბირთვი _15.58) გახდა. გოგა ჭიხვარამ კი ჩემპიონის ტიტულიც (7კგ. ურო _ 68.74) და სპორტის ოსტატის წოდებაც ერთდროულად მოიპოვა.
მესამე შედეგი აჩვენა გიორგი დეკანოიძემ (სამხტომი _ 13.98)
აღსანიშნავია, რომ სოფო შათირიშვილი (მწვრთნელები კოტრიკაძე, მანთიძე) საქართველოს ნაკრებთან ერთად, 23-24 მაისს ბაქოში გამართულ ჩემპიონატში მოსინჯავს ძალებს. ხოლო 9 ივნისს სოფო და გოგა ჭიხვარია (მწვრთნელები: კოტრიკაძე, ბედოშვილი) ევროპის მცირე ქვეყნების ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.