,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის “ თეატრალური სტუდიის ბავშვებმა, ქალაქ ოზურგეთის და დასვენების პარკის ამფითეატრში, ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლის, “ბოშების“ ჩვენება გამართა.
სპექტაკლი საქველმოქმედო იყო და მიზნად ისახავდა ოზურგეთში მცხოვრები ბოშების სოციალიზაციას და ინტეგრაციას საზოგადოებაში.
“სამ წელზე მეტია მიმდინარეობს ადვოკატირების კამპანია ბოშების სოციალიზაციას და ინტეგრაციის ფარგლებში. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა საკითხზე. მივიღეთ გადაწყვეტილება, ერთ ოჯახს დავხმარებოდით და ამისთვის არაერთი ღონისძიება გავმართეთ. ქალაქის საბავშვო ბაღში ამ ოჯახიდან ორი ბავშვი მივიყვანეთ.
ჩვენ ვცდილობ, საზოგადოების სამოქალაქო პასუხისმგებლობა გავზარდოთ იმისთვის, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ზრუნვა სჭირდება. ის მცირედი შენატანი მათთვის დიდ შესატანად უნდა გადაიქცეს“, _ გვითხრა “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნონა სადრაძემ.