რიგით მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავე, ოზურგეთელი გიორგი თოხაძე ვიცე-ჩემპიონი გახდა.
გიორგის, რომელმაც ორი მეტოქის დამარცხებას ორიოდ წუთი მოანდომა და ფინალში იაპონელ ვატარუ სასაკის შეხვდა, ოქროს მედლის მოპოვების რეალური შანსი ჰქონდა. პირველ პერიოდში თოხაძე 7:0 იგებდა, მაგრამ სოლიდური უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და ეს დრამატული ბრძოლა 7:11 დათმო. თოხაძემ ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მიიღო.
ოლიმპიურ თამაშებს 6-18 ოქტომბერს ჩათვლით, არგენტინის დედაქალაქი ბუენოს-აირესი მასპინძლობს.