30 ნოემბერს მცხეთაში ტაეკვანდოში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა.
სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა, ტაეკვანდოს სექციის სპორტსმენებმა მიიღეს.
ოზურგეთელმა ჭაბუკებმა ჩემპიონატში სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფსა და წონით კატეგორიაში იასპარეზეს და შეჯიბრიდან 4 ოქროს მედალი ჩამოიტანეს. ანდრია მჟავია – 8 წლის 25 კგ. წონითი კატეგორია – I ადგილი; ზაზა ზოიძე – 12 წლის 30 კგ. წონითი კატეგორია – I ადგილი; თეიმურაზ ბუცხრიკიძე -14 წლის 45კგ. წონითი კატეგორია – I ადგილი; ლუკა ბუცხრიკიძე – 7 წლის 25 კგ. წონითი კატეგორია – I ადგილი. გუნდი ასპარზობისათვის გიორგი ბერიძემ მოამზადა.
ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს.