ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგს, ვერიკო მოქატაძეს გაცილების საღამო 3 მარტს მოუწყვეს. ვერიკო მასწავლებელი, რომელიც მეოთხე საჯარო სკოლაში 30 წელზე მეტია ასწავლის, სკოლას საკუთარი სურვილით ტოვებს და უცხოეთში მიემგზავრება:
_ ვერიკო მასწავლებლის კლასები ყოველთვის იყო გამორჩეული. ის ბავშვებს სამშობლოს სიყვარულს და მართალ გზას ასწავლიდა. გული გვწყდება რომ მიდის და ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ბრავო ვერიკო მასწავლებელო, _ აღნიშნა მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორმა ტარიელ კალანდაძემ.
ვერიკო მიქატაძეს სკოლიდან გაცილების საღამოზე ყოფილი მოსწავლეები, კოლეგები და მეგობრები იმყოფებოდნენ.