დღეს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე ბიძინა სტურუამ “გურია პალასის” სარჩელი დააკმაყოფილა და ბათილად ცნო ქალაქ ოზურგეთის მერიის შესაბამისი აქტები, რომლითაც გაუქმდა იმ პირობებიანი აუქციონის შედეგები, რომელზეც აღნიშნულმა შპს-მ შეისყიდა ქალაქ ოზურგეთში, ი. პეტრიწის ქუჩა 7-სა და გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩა 1-ში მდებარე უძრავი ქონება. ამასთანავე, ქალაქ ოზურგეთის მერიას დააკისრა ბაჟის ანაზღაურება ასი ლარის ოდენობით.
შპს ‘’კახური ტრადიციული მეღვინეობა’’ სასამართლოს მეშვეობით იმ დოკუმენტების ბათილად ცნობას ითხოვს, რომლითაც გაუქმდა იმ პირობებიანი აუქციონის შედეგები, რომელზეც აღნიშნულმა შპს-მ შეისყიდა ქალაქ ოზურგეთში, ი. პეტრიწის ქუჩა 7-სა და გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩა 1-ში მდებარე უძრავი ქონება.
“ვითხოვთ იმ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას, რითაც დაგვეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა და ასევე, 2017 წლის 6 იანვრის ბრძანების ბათილად ცნობას, რის მიხედვითაც მუნიციპალიტეტს უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული ქონება“, _ განაცხადა სასამართლოზე “გურია პალასისა“ და შპს კახური ტრადიციული მეღვინეობის“ წარმომადგენელმა ეკატერინე გოგოლაძემ.
ეკატერინე გოგოლაძემ სხდომის დასაწყისშივე ხაზი გაუსვა ერთ გარემოებას და ქალაქ ოზურგეთის მერიის წარმომადგენლებს კუკური ბარამიძეს, გიორგი ხუროშვილს და მერაბ წივწივაძეს მიმართა: “პირველ რიგში, გთავაზობთ მორიგებას, თუ თანახმა იქნებით, შეწყდება პროცესი, ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, რომ მორიგებაზე დათანხმდნენ, რადგან ინვენსტორს უნდა განახორციელოს ის ვალდებულებები, რაც დაეკისრა აუქციონის წესით“, _ რაზეც კატეგორიული უარი განაცხადა მერიის წარმომადგენელმა კუკური ბარამიძემ.
ეკატერინე გოგოლაძემ ისაუბრა იმაზე, რომ სასტუმრო “გურიას“ მფლობელი არის შპს “გურია პალასი“, ამიტომ ნებიმიერი ვალდებულება უნდა დაკისრებოდა აღნიშნულ კომპანიას და არა “შპს კახურ ტრადიციული მეღვინეობას“, რადგან საჯარო რეესტრში მფლობელი არის „გურია პალასი“, მერიის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა კი დაეკისრა “შპს კახური ტრადიციულ მეღვინეობას“, რაც, ასევე, გოგოლაძის თქმით, არის კანონდარღვევა. აღნიშნულ საკითხს არ ეთანხმებოდა ბარამიძე და ამბობდა, რომ აუქციონზე აღნიშნული სასტუმროს შემძენი არის “შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა“, ამაში ვერანაირ დაღვევას ვერ ხედავდა ის.
პროცესზე მხარეებს შორის დავა ახსნა-განმარტებების, რეპლიკებისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში, თითქმის, ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სარეზოლუციო ნაწილი 20 აპრილს გამოქვეყნდება.
ამავე თემაზე: ბიზნესმენსა და მერიას შორის დავამ სასამართლოში გადაინაცვლა