საინტერესო ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართა ბათუმში, სადაც რეგიონლიგაში მოასპარეზე ოზურგეთის “მერცხალი” რუსეთის პარაოლიმპურ ნაკრებს დაუპირისპირდა.
სტუმართა გუნდი, რომელიც შშმ პირებითაა დაკომპლექტებული, მთელი შეხვედრის განმავლობაში საგრძნობ სათამაშო უპირატესობას ფლობდა და საბოლოოდ შეხვედრა 4:0 მოიგო.
“მერცხალი” საქართველოს ჩემპიონატის რეგიონალურ ლიგაში ასპარეზობს, რაც შეეხება სტუმართა გუნდს, ის დოპინგ-სკანდალის გამო ოფიციალური ტურნირებიდან მოხსნილია და ამ ეტაპზე ამხანაგური შეხვედრების გამართვით ცდილობენ სათამაშო ფორმის შენარჩუნებას.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის პარალიმპურ ნაკრებს ქართველი ავთანდილ ბარამიძე წვრთნის და გუნდში ორი ქართველი მოთამაშე ირიცხება.
sport.adjara.com