ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ბორბლიანი ექსკავატორის და მულჩერის ყიდვას აპირებს. ტენდერის ვადა დღეს იწურება.
“გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ამ დრომდე ტენდერში მონაწილეები არ არიან.
პირობებში წერია, რომ ბორბლიანი ექსკავატორი 2020 წლის გამოშვებული უნდა იყოს (ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი).
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას ბორბლიანი ექსკავატორის შესაძენად (სავარაუდო ღირებულება) 519 300 ლარია.