ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა #60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზვიად თენიეშვილმა გახსნა.
საკრებულოს სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი სცეს ბათუმში, სასტუმრო “ლეო გრანდში” ტრაგედიის დროს დაღუპულებს.
ახალი მოწვევის საკრებულოს დღის წესრიში 12 საკითხი განსახილველი _ პირველი საკითხი კი საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაა.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია, რომ ამ პოსტზე დეპუტატები მხარს დავით დარჩიას დაუჭერენ.
სხდომას, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დაიწყო უხუცესი დეპუტატი ნანული ორაგველიძე წარმართავს.