“გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 18 თანამშრომელი დანამატს მიიღებს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ ეს ინფორმაცია “გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრის დროს დაადასტურა.
“ვინც დაიმსახურა, იმათ აუცილებლად მივცემთ დანამატს. 18 ადამიანი მიიღებს დანამატს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან რამდენი მიიღებს, არ ვიცი, რადგან სია არ მოუწოდებიათ“, _ გვითხრა კონსტანტინე შარაშენიძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში, წინასაახალწლოდ საჯარო მოხეელეებზე პრემია-დანამატების შესაძლო გაცემის შესახებ “გურია ნიუსი“ უკვე წერდა. 28 დეკემბრის მონაცემებით, ცნობილი იყო, რომ პრემია-დანამატის გაცემის ინიციატორი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია იყო. საკრებულო აპარატის ყველა თანამშრომლისთვის სურდა მიეცა პრემია-დანამატი, რაზეც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი თანახმა არ არის.
“ვინც აქტიურად იყო ჩართული მობილობის _ ორი მუნიციპალიტეტის შერწყმის პროცესში, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის ორგანიზატორობით და განხილვაში, მათ უნდა მიეცეს დანამატი და ველი სიას საკრებულოდან“, – თქვა კონსტანტინე შარაშენიძემ.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარე სიის შეცვლას არ აპირებს.