ახალგაზრდობის სააგენტო _ „ახალგაზრდობის საჭიროებების, გამოწვევების, ინტერესების და რესურსი“ კვლევას აქვეყნებს. კვლევა 11 მუნიციპალიტეტში ჩატარდა, გურიაში ამჯერად ოზურგეთის მუნიციპალიტეტი იყო შერჩეული.
ონლაინ გამოკითხვა ჩატარდა წინასწარ შემუშავებული კითხვარების საშუალებით; ონლაინ გამოკითხვის სპეციფიკიდან გამომდინარე, გამოკითხვის ხანგრძლივობა დაახლოებით 30-40 წუთი იყო. სიღრმისეული ინტერვიუ და ჯგუფური დისკუსია წარიმართა წინასწარ მომზადებული გზამკვლევის მეშვეობით. კვლევის ინსტრუმენტები მომზადდა An EU-funded project under the Skills 4 Jobs -დახმარებით ახალგაზრდობის სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. სიღრმისეული ინტერვიუს ხანგრძლივობამ საშუალოდ 30-40 წუთი, ფოკუსური დისკუსიის ხანგრძლივობამ კი, საშუალოდ, 1.5 საათი შეადგინა. რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან, რომელთა ასაკი 14-29 წელია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების საერთო რაოდენობაა 8829. კვლევის საერთო შერჩევად განისაზღვრა 259 რესპონდენტი, თუმცა გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 302-მა ახალგაზრდამ. კოვიდ-19-ის პანდემიის გამო შექმნილი მდგომაროებიდან გამომდინარე შერჩევის სახედ განისაზღვრა ხელმისაწვდომი შერჩევა, რომლის ფარგლებში გათვალიწინებული იყო პოპულაციის მნიშვნელოვანი მახასიათებლები (სტრატები) – ასაკობრივი ჯგუფები და სქესი,
საგანმანათლებლო და საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამოკითხული ახალგაზრდების უმრავლესობა (60%) მიღებული განათლების ხარისხით კმაყოფილია. – გამოკითხული ახალგაზრდების 43% აცხადებს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში რაიმე ტრენინგ კურსში მონაწილეობა მიუღიათ. 5 – გამოკითხული ახალგაზრდების უმრავლესობა (65%) ამბობს, რომ მომავალი 12-24 თვის მანძილზე სწავლის გაგრძელებას გეგმავს. – ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამოკითხული ახალგაზრდების უმრავლესობა ამბობს, რომ წვდომა კომპიუტერთან (79%) და ინტერნეტთან (90%) ყოველდღიურად აქვს. – მუნიციპალიტეტში გამოკითხული ახალგაზრდები ყველაზე ხშირად საინფორმაციო ტექნოლოგიებს სხვადასხვა სახის ინფორმაციის გასაცნობად (63%), სასწავლო მიზნით (56%), ასევე ხშირად გასართობად (53%) და ახლობლებთან საკონტაქტოდ (53%) იყენებენ. – თვისებრივ კვლევაში მონაწილე ახალგაზრდები საუბრობენ განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემაზე. 14-17 წლის ასაკობრივი კატეგორიის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდას არ აქვს შესაბამისი განათლების ხარისხი. მონაწილეები საუბრობენ ასევე იმაზეც, რომ ოზურგეთში არსებობდა უნივერსიტეტის ფილიალი, რომელიც დაიხურა და ამჟამად რეგიონში საუნივერსიტეტო განათლება არ არის ხელმისაწვდომი.