ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ- რომაულ ჭიდაობაში ვიცე ჩემპიონს იური ლომაძეს, მიღწეული წარმატებისთვის 2 000 ლარი გადასცეს.
ფულადი ჯილდოს გადაცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს ინიციატივითა და ოზურგეთის მერიის მხარადჭერით მოხდა.
როგორც სხდომაზე აღინიშნა საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მერიას მიმართა ინიციატივით.
ახალი ინიციატივის მიხედვით, შემდგომში წარმატებული სპორტსმენების, ევროპის, მსოფლიო პრიზიორების, ოლიმპელი ჩემპიონებისა და მათი მწვრთნელების მუნიციპალიტეტის მხრიდან ერთჯერადად ფულადი ჯილდო უნდა გადაეცეთ.
„ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავუჭიროთ მხარი და დავაფასოთ ყველა იმ სპორტსმენის მიღწევა, რომლებიც ჩვენ მუნიციპალიტეტს, ქვეყნას მსოფლიო მასშტაბით ასახელებენ. ფრაქციის ეს ინიციატივა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერიაც უჭერს მხარს, სწორედ ამას ემსახურება“ – აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ტარიელ აროშიძემ საკრებულოს მორიგ სხდომაზე.