დღეს, ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე, იურიდიული სამსახურის უფროსმა, ლაშა თავაძემ ისაუბრა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მგზავრთა რეგულარული გადაყვანის ნებართვის გაცემის შესახებ, გამარჯვებულის გამოვლენა, კონკურსის სახით უნდა გახორციელდეს.
თავაძემ თქვა, რომ დღემდე ამ უფლებით დიდი ქალაქების თვითმმართველობები სარგებლობდნენ. ახლა კი, როცა საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ, საქართველოს კანონში გახორცილედა ცვლილება, მერიას მიეცა საშუალება, ამ პროექტის მომზადებისთვის.
_კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს. ის უნდა გაეცნოს საკონკურსო პირობებს და მიიღოს მონაწილეობა კონკურსში. გამარჯვებული კი მიიღებს უფლებას, ამა თუ იმ სამარშრუტო მიმართულებას გაუწიოს ორგანიზება, – თქვა თავაძემ.
ცალკეულმა დეპუტატებმა დასვეს კითხვები, გაუმჯობესდება თუ არა სამარშრუტო რეისებზე მომსახურების ხარისხი. მოეთხოვებათ თუ არა მეტი პრფესიონალიზმი მძღეოლებს და ასევე სერიზოული ყურადღება იქნება თუ არა მიმართული იქეთკენ, რამდენად გამართულია ტრანსპორტი.
ლაშა თავაძემ უპასუხა, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინც კონკურსში გაიმარჯვებს.
საკრებულომ მხარი დაუჭირა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ _ ნორმატიული აქტის მიღებას.