ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობის ნაწილს, რომელსაც ინტერნეტის მომსახურება ავარიული დაზიანების გამო გათიშული ჰქონდა, მიწოდება უკვე აღუდგა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან ინტერნეტი გათიშული იყო, მოგვიანებით, “გურია ნიუსს” “სილქნეტში” განუცხადეს, რომ ავარიული გათიშვა მოხდა და ვერ ამბობდნენ, ინტერნეტის მიწოდება როდის აღდგებოდა.
თუმცა, ამ დროისთვის მოსახლეობას ინტერნეტი უკვე მიეწოდება.