ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში იური მშვიდობაძის ავტოფარეხიდან გატაცებული ავტომანქანა გომის გზაზე დამწვარი იპოვეს. როგორც “გურია ნიუსის” წყარო ამბობს, მძარცველებმა ძარცვის მომენტში მაცივრიდან გამოიღეს ნაყინი და იქვე მიირთვეს. საქმესთან დაკავშირებით, ჯერჯერობით დაკავებული არავინაა. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებშიც სამართალდამცავები იმყოფებიან
_ გაოგნებული ვართ ამ ფაქტით. დაზარალებული მარტოხელა მოხუცია, მას არავისთვის არაფერი დაუშავებია. გვიკვირს, რატომ უნდა გაეძარცვათ, _ ამბობენ მშვიდობაძის ცხემლისხიდელები.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში ქურდობა გუშინ მოხდა. იური მშვიდობაძეს, დილით 7 საათზე საკუთარი ოპელის მარკის ავტომანქანა ავტოფარეხში არ დახვდა, წაღებული იყო, ასევე, წყლის საქაჩი ძრავი და ტელევიზორი.
შსს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე აღძრულია სსკ 177 მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. მათივე თქმით, ამ ეტაპზე ხორციელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.