ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას იწყებს – ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“18 ნოემბრიდან- 25 ნოემბრის ჩათვლით საკრებულოს კომისიები და ფრაქციების მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტს, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად განიხილავენ. კორონავირუსის პანდემიის გამო, საკრებულო ითვალისწინებს რეკომენდაციებს და სხდომების ძირითად ნაწილს, შესაძლებლობების ფარგლებში ელექტრონული პლატფორმის zoom -ის გამოყენებით გამართავს. დაინტერესებულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა თვალი ადევნონ სხდომებს”, _ წერია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულის ფეისბუქგვერდზე.