ოზურგეთში ორი ძაღლის სახლი მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხარებელი თეა ურუშაძე ფეისბუქში ავრცელებს.
“ოზურგეთმა უპატრონო ძაღლებისთვის საჩუქრად მიიღო ეს სახლები. ამ დილით აღარ იყო წითელი და მწვანე,მოიპარა ვიღაცამ.ასე როგორ უნდა დაეცე?იქნებ შეამჩნიოთ და ვამხილოთ ასეთი ზნედაცემული ვინ არის!ამ ძაღლებს ოზურგეთის ვიწრო საზოგადოება პატრონობს და თუ ვერ ვეხმარებით ხელსაც ნუ ვუშლით!“-წერს თეა ურუშაძე ფეისბუქზე.
“გურია ნიუსი“ ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრის“ დირექტორს, თენგო ქუტიძეს დაუკავშირდა.
“მეც ახლა გავიგე და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სამსახურის მხრიდან არ მომხდარა სახლების გადაადგილება. ალბათ, მოიპარეს. ზუსტად ვერაფერს გეტყვით,“ – გვითხრა თენგო ქუტიძემ.