გარემოს ეროვნული სააგენტო 6 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
6 მარტს ქუთაისში ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ. დღისით +22 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი -3 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -4 გრადუსი. ასევე ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი ბათუმში, სადაც დღისით სინოპტიკოსები +18 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში მცირე ღრუბლიანობაა, +17 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 იქნება. ღრუბლიანი ამინდი იქნება სოხუმშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +16 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში დღისით +4 გრადუსი იქნება, ღამით -13 გრადუსი დაფიქსირდება. მზიან დღეს ვარაუდობენ ამბროლაურში, სადაც +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაიწევს.
ცვალებად მოღრუბლულობას ვარაუდობენ ჭიათურაში. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში დღისით ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში -5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში მზიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -10 გრადუსი იქნება.
გორში დღისით +12 გრადუსი და ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალშიც, დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
უმეტესად მზიანი დღე იქნება გუდაურში. +5 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -11 გრადუსი იქნება. ომალოში შესაძლებელია მცირე ღრუბლიანობის მომატება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +2 გრადუსი იქნება, ღამე კი -12 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღეა თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსია მოსალოდნელი.
ასევე უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. +16 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, სადაც ცვალებადი მოღრუბლულობაა ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს.
რუსთავში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღე იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.