გუშინ, ღამით, ოზურგეთში, შემოქმედის ეპარქიის რეზიდენციასთან მდებარე 12-სართულიანი სახლის ეზოში მიკროავტობუსში სავარაუდოდ ხელყუმბარა შეაგდეს, რის შედეგადაც, გავრცელებული ინფორმაციით, “მინივენი” დაიწვა.
შემთხვევის ადგილას იმყოფებიან შესაბამისი უწყებები.
“გურია ნიუსი” ფოტო-ვიდეო მასალას და შსს-ს კომენტარს უახლოეს დროში შემოგთავაზებთ.