ქალაქ ოზურგეთში ნიკოლაძის ქუჩაზე მე-4 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყო.
მიმდინარე სამუშაო პროცესი ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ, ვიცე-მერმა ალეკო ბურჭულაძემ და შესაბამისი სამსახურის უფროსებმა მოინახულეს.
ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,შანსი 2010“ აწარმოებს, რომლის დასრულების შემდეგაც აღნიშნული ბაღი თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს და უახლესი ინვენტარით აღიჭურვება.
ბეგლარ სიორიძე, ქალაქ ოზურგეთის მერი:
,,დღეს დავათვალიერეთ მეოთხე საბავშვო ბაღში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. სამწუხაროდ, ქალაქში მხოლოდ ეს ბაღი არ იყო გარემონტებული, რის გამოც, პატარებსა და პედაგოგებს შეუსაბამო გარემოში უწევდათ ყოფნა. მოხარული ვარ. რომ მოვიძიეთ თანხები და აღნიშნული ბაღის გარემონტება დავიწყეთ. შენობის სრულ რეაბილიტაციასთან ერთად, ვგეგმავთ ეზოს კეთილმოწყობას, რომლის დასრულების შემდეგ, აღსაზრდელები კომფორტულ და სტანდარტების შესაბამის გარემოში იქნებიან“.
მეოთხე საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
სამუშაოები, რომლის ღირებულება 520 462 ლარს შეადგენს, ექვს თვეში დასრულდება. რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი 120 ბავშვზე იქნება გათვლილი.
(R)